saWmeli sokoebi - cxeniskbila
Домен: | Эукариоты |
Царство: | Грибы |
Отдел: | Basidiomycota |
Класс: | Агарикомицеты |
Порядок: | Руссуловые |
Семейство: | Сыроежковые |
Род: | Сыроежка |
Вид: | Подгруздок белый |
Международное научное название: | Russula delica |
ცხენისკბილა - (ინგ. Russula delica) (რუს. Подгруздок белый)
სინონიმი: უცნობია.
სოკოების სახეობა, რომელიც შედის ხრაშუნასოკოსნაირთა გვარში (Russula) ხრაშუნასოკოსებრთა ოჯახისა (Russulaceae).
აღწერა
ქუდი დიამეტრში აღწევს 5-18სმ, თავიდან ამობერილი, მერე ჩაზნექილი და ძაბრისებური, მოთეთრო ზედაპირით, ხშირად მუქი მოყვითალო ან წითელი-მოყავისფრო ზონებით, მშრალ ამინდში ხშირად იბზარება. კანი სუსტად განვითარებული.
ფირფიტები ჩვეულებრივ საკმაოდ ხშირი, ოდნავ დაღმავალი ფეხზე, ზოგჯერ გადაჯაჭვული, კრემისფერი, ფეხთან ახლოს ბუნდოვნად მოლურჯო, ბებერ სოკოებს ზოგჯერ მურა ლაქებით.
ფეხი ძალიან ძლიერი, თეთრი როგორც ქუდი,ხშირად არასწორი მოყავისფრო ლაქებით, ზედა ნაწილში უმრავლეს შემთხვევაში მოლურჯო და უფრო წვრილი, ვიდრე ქვედა ნაწილში.
რბილობი მაგარი, თეთრი, ცხარე გემოთი და შესამჩნევი სუნით, ზოგიერთი სახეობა წააგავს რძიანა სოკოების გვარისას.
სპორების ფხვნილი თეთრი ან ღია კრემისფერი. სპორები 8-12×6,5-9მკმ, კვერცხისებური, ხორკლიანი, სუსტად გამოხატული ბადით. პილეოცისტიდები წვრილცილინდრული.
საჭმელი სოკო, თუმცა საკმაოდ მტკნარი (უგემური) გემო აქვს.
ეკოლოგია
სახეობა ფართოდ არის გავრცელებული ევრაზიაში, ძირითადად გვხვდება წიწვოვან, ფოთლოვან და შერეული ტყეების კიდეებზე, ხშირად არყის, მუხის, წიფელის, ნაძვის, ფიჭვის, მურყანის და ვერხვის ქვეშ.
მსგავსი სახეობები
• Russula brevipes გავრცელებულია მხოლოდ ჩრდილოეთ ამერიკაში, სადაც თეთრი ცხენისკბილა იშვიათია.
• Russula chloroides ურჩევნია ტყის სიღრმეში ჩრდილიანი ადგილები, გამოირჩევა მოლურჯო ფირფიტებით და ფეხის წვერით, არც ისე იშვიათად ერთვის თეთრ ცხენისკბილას.
• Russula pseudodelica იზრდება მხოლოდ მუხის ქვეშ, გამოირჩევა ჯერ ამობერილი, მერე ჩაზნექილი მოყვითალო ქუდით და შეზრდილი მოლურჯო-მომწვანო ფირფიტებით.
• Lactarius vellereus გამოირჩევა რძისმაგვარი სითხის არსებობით.
სინონიმები
• Agaricus exsuccus (PERS.) SACC. 1887
• Agaricus piperatus var. exsuccus (PERS.) PERS. 1801
• Agaricus vellereus var. exsuccus (PERS.) FR. 1821
• Lactarius exsuccus (PERS.) W.G.SM. 1873
• Lactarius piperatus var. exsuccus PERS. 1800
• Lactarius vellereus var. exsuccus (PERS.) FR. 1821
• Lactifluus exsuccus (PERS.) KUNTZE, 1891